Navigation

Social Impact Award მიზნად ისახავს სტუდენტებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას.


პროგრამა SIA 2009 წელს ავსტრიაში შეიქმნა ვენის უნივერსიტეტის ინიციატივით და განხორციელდა Impact Hub Vienna-ს მიერ. დღეს პროგრამაში 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოში პროგრამა უკვე მეორე წელია ხორციელდება. წელს ვორქშოფები გაიმართება თბილისში, რუსთავში,თელავსა და ბათუმში.


რა არის სოციალური საწარმო?

სოციალური საწარმო არის ბიზნესპრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელსაც აქვს სოციალური მისია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომას საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა, ჩვეულებრივი ბიზნესისაგან განსხვავებით, მოგებას ისევ სოციალური მიზნებისთვის იყენებს.


პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები:


Social Impact Award - ის გახსნითი ღონისძიება

Social Impact Award - ის გახსნითი ღონისძიება გაიმართება 16 თებერვალს, სადაც ცნობილი გახდება დეტალური ინფორმაცია განმახორციელებლებისა და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.

ვორქშოფები ყველა დაინტერესებული პირისთვის

ვორქშოფების სერია, რომელიც დაგეგმილია Social Impact Award-ის ფარგლებში, ჩატარდება თბილისში, რუსთავში, თელავსა და ბათუმში. ვორქშოფები შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა, სოციალური მეწარმეობა და იდეის გენერირება; ბიზნესმოდელის შექმნა; ბიზნესგეგმის შემუშავება. ვორქშოფები უფასოა და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის!

განაცხადების მიღება

Social Impact Award - ში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ონლაინ ფორმა. განაცხადების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 1 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით.

*ვორქშოფების გავლა არ წარმოადგენს პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობას.

ჟიურის წევრებთან შეხვედრა

14 აპრილს გაიმართება შეხვედრა ჟიურის წევრებთან, სადაც პროგრამაში მონაწილეობის მსურველები გაუზიარებენ თავიანთ იდეებს ჟიურის და მიიღებენ მათგან კონსულტაციას.

განაცხადების საფუძველზე, 8 ფინალისტი გუნდის გამოვლენა

განაცხადებებს განიხილავს დამოუკიდებელი ჟიური და აფასესებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: პროექტის სოციალური სარგებელი, სოციალური პრობლემის გადაჭრის ახლებური გზა - ინოვაცია, ბიზნესგეგმის განხორციელების რეალისტურობა. აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, ჟიური ფინალური ეტაპისთვის რვა პროექტს შეარჩევს. ფინალისტი გუნდები გამოვლინდებიან 2 ივნისს.

გუნდების ინკუბაცია

ფინალში გადასული გუნდები ორთვიან ინტენსიურ ინკუბაციას გაივლიან ივნისსა და ივლისში. გუნდები მიიღებენ Impact Hub Tbilisi-ს ორთვიან წევრობას, სადაც კოორდინატორებთან და მენტორებთან ერთად შეიმუშავებენ და დახვეწენ ბიზნესგეგმას.

დასკვნითი პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა

სექტემბრის ბოლოს ფინალისტი გუნდები ჟიურის წინაშე წარადგენენ ორთვიანი ინკუბაციის შედეგს.. ჟიური გამოავლენს 2 გამარჯვებულ გუნდს. გარდა ამისა, ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით შეირჩევა კიდევ ერთი გამარჯვებული გუნდი. თითოეული გამარჯვებული გუნდი მიიღებს 2000 ევროს და დაესწრება Social Impact Award ის საერთაშორისო სამიტს.


კრიტერიუმები:

• გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 4 პირისგან;
• გუნდის წევრობა შეუძლია 16-დან 30 წლამდე პირს;
• გუნდის 50% უნდა იყოს სტუდენტი.


Almost there

You need to register in order to submit your bulletin & vote.

× close