Navigation

რატომ უჭერს მხარს საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის განვითარებას?

– საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვანია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა, რადგან ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური  საწარმოების შექმნას და განვითარებას, სწორედ   სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარების და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს და არაერთი პროექტი განახორციელა სოციალური მეწარმეობის განვითარების კუთხით.

 

რატომ ფიქრობთ, რომ სოციალური მეწარმეობა პერსპექტიული სფეროა ჩვენ ქვეყანაში?

– ვფიქრობთ, სოციალური მეწარმეობის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა გარკვეული სოციალური საკითხების მოგვარებაზე. ამ დრომდე, სოციალური მეწარემობის ცნობადობა ნაკლები იყო, ამიტომ როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ თემაზე მუშაობა, მაქსიმალურად ვეცადეთ საერთაშორისო მაგალითებზე აგვეხსნა ხალხისთვის თუ რას ნიშნავს იყო სოციალური მეწარმე. ამის შემდეგ გამოვაცხადეთ მესამე საგრანტო კონკურსი სწორედ სოციალური მეწარეობის კუთხით. ახლა, გვაქვს 5 წარმატებული სოციალური საწარმოს პროექტი, რომელიც ბანკმა დააფინანსა და ეს საწარმოები წელს დაიწყებს ფუნქციონირებას. ვფიქრობთ, მსგავსი აქტივობებით, ეტაპობრივად, ჩვენს ქვეყანაშიც გახდება სოციალური მეწარემობა წარმატებული საქმიანობა.

რატომ გადაწყვიტეთ პროგრამა „Social Impact Award“-ის მხარდაჭერა?

– საქართველოს ბანკის ინტერესები და მიზნები დაემთხვა, სწორედ ამ პროგრამის შინაარს. რადგან, ვფიქრობთ სწორედ მსგავსი აქტივობები შეუწყობს ხელს, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას. აქედან გამომდინარე, მოხარულები ვართ ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის პარტნიორები. სტუდენტური პროგრამა Social Impact Award არის კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, რომ შეირჩეს და განხორციელდეს, წარმატებული პროექტები. აღსანიშნავია, რომ ჩართულია ახალგზარდა თაობა, სტუდენტების სახით – მათი მხარდაჭერა, კი ასევე მნიშვნელოვანია.

არის თუ არა ინტერესი ახალგაზრდებში, ზოგადად სოციალური მეწარმეობისა და კონკურსის მიმართ?

– ვფიქრობთ, რომ ახლაგზარდებში ინტერესი დიდია, ეს ამ პროგრამის ფარგლებშიც გამოჩნდა, რადგან მათი აქტიურობა და ინტერესი საკმაოდ მაღალია.

კიდევ რა ღონისძიებებს ახორციელებს ან გეგმავს საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის მიმართულებით?

– ამ მიმართულებით საქართველოს ბანკი განაგრძობს მუშაობას. მიმდინარე წელს, იგეგმება კიდევ საგრანტო კონკურსის გამოცხადება, სწორედ სოციალური მეწარმეობის დაფინანსების მიზნით.

 

კახა კიკნაველიძე

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი

Almost there

You need to register in order to submit your bulletin & vote.

× close