Navigation

ვორქშოფები ჩატარდება სამ ნაკადად: ორი თბილისში, ხოლო ერთი თელავში. ვორქშოფები გაიმართება შემდეგ თემებზე: სოციალური მეწარმეობა და იდეის გენერირება, ბიზნესმოდელის შექმნა, ბიზნესგეგმის შემუშავება. ვორქშოფების საშუალო ხანგრძლივობაა 3-4 საათი და მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.

ვორქშოფების სერია ღიაა ყველა მსურველისთვის, იმის მიუხედავად, აპირებს თუ არა ის კონკურსში მონაწილეობის მიღებას და საპროექტო განაცხადის წარმოდგენას.


სოციალური მეწარმეობა და იდეის გენერირება

მიზანი:

• მონაწილეები გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის პრინციპებსა და სპეციფიკას;
• მონაწილეები განსაზღვრავენ მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემებს;
• მონაწილეები დაფიქრდებიან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზებზე.


ბიზნეს მოდელის შექმნა

მიზანი:

• მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესმოდელის მნიშვნელობას;
• მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესმოდელის სხვადასხვა ტიპს;
• მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესმოდელის შედგენის პრინციპებს.


ბიზნეს გეგმის შემუშავება

მიზანი:

• მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესგეგმის მნიშვნელობას და სტრუქტურას;
• მონაწილეები შექმნიან საკუთარი იდეის ბიზნესგეგმის მონახაზს.

Almost there

You need to register in order to submit your bulletin & vote.

× close